Flea

ახლა აპრილია(რიცხვი არ მახსოვს)საწოლში ვწევარ და საზრუნავი არაფერი მაქვს გარდა იმისა რომ ,ძილი გავაგრძელო.თვალებს ვხუჭავ და გონებაში ვითვლი ათამდე.არაფეერი გამოდის,იმისთვის რომ დამეძინოს ამისთვის დამჭირდება მთელი დღე.შინიდან ფეხი არ უნდა გავადგა.

და უცებ,როგორც ყოველთვის საჭირო დროს კარი იღება და ოთახი ლამისაა აფეთქდეს.აი ისიც – მარიამი.

ნება მომეცი გამოვიცნო-ამბობს ის.-დაგეძინა ხოოოოო?

-ადექი ანა

-ჰო მაგრამ..

-ადექი.ახლავე ფლიზე გვაგვიანდება

-ცუდად ვარ.ფლიზე რომ მოვკვდე როგორ იცხოვრებ ამის შემდეგ?

-მართალს ამბობ-ჩემი ხელით მოგკლავ იცოდე.

და ვიდრე რამეს ვეტყოდი ლოგინიდან გადმომათრია :@@@

……….

კარგი ერთხელ მოვიტყუე.სინამდვილეში ორჯერ! ავად არ ვარ,და არც მარისი მესმის ბოლომდე,უბრალოდ სხვა მეგობარი არც მყავს.ახლოს ვართ და კარგად ვართ,მაგრამ ჩვენი ნტერესები ბევრ რამეში არ ემთხვევა ერთმანეთს.

ძლივს მიფოფხდი ავტობუსამდე,ტვინი ბალიშზე დამრჩა.ერთი რამ ვერ გავიგე,ორივემ თანაბარი ძალით ვირბინეთ და ერთნაირად დავხარჯეთ ენერგია,მასზე ნაკლები მასის ტარება მიწევს და მაინც ლამისაა გული წამივიდეს,მარიამი  კი მშვენივრად გამოიყურება.

მოკლედ ივაღწიეთ ფლიმდე.გავყიდეთ რამე-რუმეები.და ჩემდა გასაკვირად მომეწონა…ბოლოს კუსთან ერთად ფოტოებიც გადავიღე.

რა მოხდება თუკი კოკა-კოლას ძლიერად შეანჯღევ? ამოიფრქვევა და ყველაფერს დაასველებს,სწორედ ასე ვრგძნობ თავს.ტვინმა დღეს იმდენი ინფორმაცია მიიღო,ხოდა მგონი ტავისუფალი სივრცე აღარ დამრჩა,იცოდით რომ კოლიბრს სიარული არ შეუძია,ხოლო წივწივას ლურჯი ფერის ბუმბული აქვს,მაგრამ იმ ფერს ვერ არჩევს. ხოდა რას მოვაყოლე ეს?აააააააა ჰო.დავიღალე.

დროებით

Leave a Comment:

SCROLL TO TOP